გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სუსი: გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ, არის დეზინფორმაცია

6-12-2025

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა, სადაც სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ ე.წ. „კამიტი“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.


ამასთან, მაღრაძე განმარტავს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ, არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია.


„გამოძიების მიერ მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ BBC-ის ფილმში გახმოვანებული ინფორმაციები საქართველოში ე.წ. ქიმიური იარაღი „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ, არის სრული და მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ემსახურება საქართველოს ინტერესების დაზიანებას, რაშიც სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეებიც არიან ჩართულები. „ბიბისის“ ავტორებთან ერთად, მათი მოქმედებები ატარებს კარგად დაგეგმილ ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მტრული მიზნების მისაღწევად“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031