გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი „ფარას" რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტზე: ჩვენთვის ეს არ არის ლობისტური კონტრაქტი, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ

6-12-2025

ჩვენთვის ეს არ არის ლობისტური კონტრაქტი, ამ ყველაფერს სჭირდება სათანადო გამოძიება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის „ფარას" რეესტრში გამოქვეყნებული დოკუმენტს შეეხებოდა „ნაცმოძრაობის" მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის საქმიანობის შესახებ.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ.


„როგორც მოგეხსენებათ, საქმე არის აღძრული საქართველოს პროკურატურაში, რომელიც უკავშირდება უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერას მტრულ საქმიანობაში. როდესაც ასეთი ტიპის კონტრაქტი ფორმდება, მე ვფიქრობ, ესეც შეიცავს მინიშნებებს გარკვეულ სისხლისსამართლებრივ დანაშაულებრივ საქმიანობაზე, თუმცა ესეც უნდა იქნას სამართლებრივად დადგენილი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებების მიერ. რაც შეეხება იმას, რასაც ეწოდება ფორმალურად ლობიზმი, ჩვენთვის ეს ვერ იქნება ლობიზმი, ეს არის ჩვეულებრივი მექრთამეობა და აღებ-მიცემობა და ამით, რა თქმა უნდა, სამართლებრივი უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ,"- განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930