გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილმა სამოქალაქო ავიაციის დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

7-12-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სამოქალაქო ავიაციის დარგში დასაქმებულ სპეციალისტებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე მიულოცა.


„სამოქალაქო ავიაციას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის გაძლიერებაში. მთავრობის სწორი და ეფექტური პოლიტიკით, ერთობლივი შრომით და დარგში დასაქმებულთა მაღალი პროფესიონალიზმით სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩვენ უპრეცედენტო ზრდის დინამიკას მივაღწიეთ, რაც წლიდან წლამდე სტაბილურად უმჯობესდება. აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს საავიაციო ბაზარს ყოველწლიურად ემატება ახალი ავიაკომპანიები და მიმართულებები. ამასთან, მგზავრთნაკადის, ტურისტული ნაკადებისა და საავიაციო ტვირთბრუნვის ზრდის არსებული დინამიკისა და საპროგნოზო მონაცემების გათვალისწინებით, მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერად განვითარების მიმართულებით. შთამბეჭდავი შედეგების უკან სამოქალაქო ავიაციის სფეროში დასაქმებული პროფესიონალების უსაზღვროდ დიდი შრომა და ძალისხმევა დევს. მადლობას ვუხდი სექტორში დასაქმებულ თითოეულ სპეციალისტს, სახელმწიფო უწყებას თუ ავიასაწარმოს. მჯერა, რომ საერთო ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მივაღწევთ," - ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მილოცვის ტექსტში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031