გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

8-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული გ.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე 1966 წელს დაბადებულ მ.ქ.-ს ცივი იარაღით მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, გ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.


განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930