გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარკირებული საფეხმავლო ბილიკები და ტურისტული ადგილები - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედიატური ჭიათურაში

8-12-2025

 ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მედიის წარმომადგენლებისთვის ჭიათურაში მედიატური გამართა.


 ტურში ჟურნალისტები, ბლოგერები და ფოტოგრაფები მონაწილეობდნენ. მედიის წარმომადგენლები გაეცნენ მუნიციპალიტეტის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მონიშნულ და განახლებულ ბილიკებს- მათ შორის კაცხის სვეტის პანორამულ მარშრუტს, ნავარძეთის ბილიკს, ახლად შექმნილ კლდეზე ცოცვის კლუბსა და სხვა ახალ ტურისტულ ობიექტებს.


 ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ჭიათურის მუნიციპალიტეში, სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით,  საფეხმავლო ბილიკების მონიშვნა 2022 წლიდან დაიწყო.  დღემდე მონიშნულია 20 კმ-მდე მარტივი კატეგორიის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტში შემავალ კულტურულ- ისტორიულ და ბუნებრივ სანახაობებს.


 ბილიკები ერთმანეთთან აკავშირებს სოფელ ნავარძეთსა და სოფელ კაცხს, კაცხის სვეტის პანორამულ და წრიულ ბილიკს.

 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკების მონიშვნას მთელი ქვეყნის მასშტაბით  აგრძელებს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728