გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევით ცენტრში ფერმის მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

8-12-2025

ფერმის მართვის სისტემის (FMS) განვითარების საკითხებზე მონაწილეებმა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო‑კვლევით ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრას ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები და საერთაშორისო კონსულტანტი მანონ შუფერსი ესწრებოდა.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რათა FMS სისტემა სრულად შეესაბამებოდეს როგორც ეროვნულ მოთხოვნებს, ისე ევროკავშირის სტანდარტებს.


„ჩვენი მიზანია, საქართველოში ფერმის მართვის თანამედროვე, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემა სწრაფად განვავითაროთ. ამ თანამშრომლობით ვქმნით არა მხოლოდ ტექნიკურ პლატფორმას, არამედ საფუძველს თანამედროვე აგრარულ კვლევებსა და ჯანსაღი სოფლის მეურნეობისთვის“, - აღნიშნა ნოდარ ხატიაშვილმა.


საერთაშორისო კონსულტანტის მანონ შუფერსის შეფასებით, ფერმის მართვის სისტემის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას, მხარს დაუჭერს ადგილობრივი ჯიშების დაცვას და მდგრადი მართვის თანამედროვე პრაქტიკების დანერგვას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031