გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისის მხარდაჭერით, ბიზნესგამოფენა - „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა

9-12-2025

თბილისში, ორდღიანი ბიზნესგამოფენა - „ადამიანები ბიზნესის უკან“ გაიმართა და მასში მონაწილეობა 55-მდე ქართული ბიზნესის წარმომადგენელმა და 3000-ზე მეტმა სტუმარმა მიიღო. ღონისძიება ,,გაყიდვების ასოციაციის’’ ორგანიზებით და თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ჩატარდა.


ბიზნესგამოფენის მიზანს მონაწილე კომპანიებისთვის შესაძლებლობის მიცემა წარმოადგენდა, საკუთარი პროდუქცია პოტენციური მომხმარებლებისთვის გაეცნოთ, შეხვედროდნენ სხვადასხვა სექტორის  ლიდერ კომპანიებს და მათ წარმომადგენლებს და საფუძველი ჩაეყარათ ერთობლივი თანამშრომლობისთვის.


ღონისძიების პირველ დღეს გაიმართა კონფერენცია, სადაც სპეციალურად მოწვეულმა, სხვადასხვა კომპანიის უმაღლესი რგოლის მენეჯერებმა, ასევე პანელური დისკუსიის მონაწილეებმა დამსწრე საზოგადოებას ბიზნესის თემატიკაზე საინტერესო ინფორმაცია და სიახლეები გაუზიარეს.  პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა თიბისის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ღირებულების შექმნის და ხარისხის მართვის ასოცირებულმა პარტნიორმა, ია კალმახელიძემაც მიიღო.


სპეციალურად ბიზნესგამოფენისთვის, ადგილზე მოეწყო სივრცე B2B შეხვედრებისთვის, კომპანიებმა მოწვეული სტუმრებისთვის გაათამაშეს სპეციალური პრიზებიც.


ბიზნესგამოფენა თბილისში უკვე მეოთხედ გაიმართა და მასში არაერთმა მსხვილმა თუ საშუალო ბიზნესმა, მათმა დამფუძნებლებმა და დირექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031