გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით სონღულაშვილი ქ. ნაირობიში გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიაში (UNEA - 7) მონაწილეობს

9-12-2025

კენიის რესპუბლიკაში, ქ. ნაირობიში გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესია გაიმართება, რომლის თემაა „მდგრადი გადაწყვეტილებები უკეთესი პლანეტისთვის“. სესიაზე, რომელიც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის სათავო ოფისში (UNEP) ჩატარდება, 11 დეკემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი UNEA – 7-ის ლიდერთა პანელზე სიტყვით გამოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 


ღონისძიებას დაესწრება 44 ქვეყნის შესაბამისი დარგის მინისტრი, მათ შორის, ბელგიის, ფინეთის, ნორვეგიის, სლოვენიის, ნიდერლანდების, უნგრეთის, დანიის, თურქეთის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, იორდანიის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ყაზახეთის და სხვა, ასევე, 30-ზე მეტი მაღალი რანგის წარმომადგენელი.


ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომიტეტის (UNECE) აღმასრულებელ მდივან ტატიანა მოლკეანთან, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორ ინგერ ანდერსენთან, ბელგიის სამეფოს მობილობის, კლიმატის და ეკოლოგიის მინისტრ ჟან ლუკ კრიუკესთან და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს გარემოსდაცვითი მიმართულებით სახელმწიფო მდივან ანიკო რაისზისთან, ასევე, შეხვედრები გაიმართება სხვადასხვა ქვეყნის კოლეგა მინისტრებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930