გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯოზეფ ბორელი: ტრამპმა ევროკავშირს პოლიტიკური ომი გამოუცხადა

9-12-2025

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ტრამპის მიერ ევროკავშირისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს.


„ვენსმა მიუნხენში უკვე ნათლად გამოხატა თავისი ზიზღი ევროპის მიმართ, რომელიც ტრამპმა თავისი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დონემდე აამაღლა. ეს ევროკავშირისთვის პოლიტიკური ომის გამოცხადებაა. მას სურს თეთრი ევროპა, რომელიც ერებად არის დაყოფილი და მის მოთხოვნებსა და ხმის მიცემის პრეფერენციებს დაემორჩილება”, - წერს ბორელი X-ზე.


მისივე თქმით, ევროპელმა ლოდერებმა უნდა შეწყვიტონ იმის უარყოფა, რომ ტრამპი მათი მოწინააღმდეგეა და მტკიცედ უნდა დაიცვან ევროკავშირის სუვერენიტეტი.


„ევროპელმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ იმის უარყოფა, რომ ტრამპი ჩვენი მოწინააღმდეგეა, შიშისა და თვითკმაყოფილი დუმილის მიღმა დამალვა და ამის ნაცვლად, მტკიცედ დაიცვან ევროკავშირის სუვერენიტეტი - ტექნოლოგიურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე პოლიტიკურ საკითხებში”, - წერს ჯოზეფ ბორელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031