გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ექსტრემიზმს ღიად აფარებდნენ ხელს კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიები, ახლა გადავიდნენ უკვე ექსტრემიზმიდან ტერორიზმის მხარდაჭერაზე, რაც აჩვენებს მათ სახეს

9-12-2025

ექსტრემიზმს ღიად აფარებდნენ ხელს კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, თუ რატომ დუმს „ალდე" ალეკო ელისაშვილის დანაშაულთან დაკავშირებით.


„ჩვენ ვხედავდით, რომ ექსტრემიზმს ღიად აფარებდნენ ხელს კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტები, მათ შორის, კონკრეტული ევროპული პარტიები. ახლა გადავიდნენ უკვე ექსტრემიზმიდან ტერორიზმის მხარდაჭერაზე, რაც აჩვენებს მათ სახეს და მათ ე.წ. ღირებულებებს. ეს არის ძალიან ტრაგიკული მოვლენათა განვითარება, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, ევროპულ პოლიტიკაში. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები შეიცვლება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31