გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: თუ ხართ ცოტა, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი და თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერი

9-12-2025

თუ ხართ ცოტა, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი და თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერი, მაგრამ ვერ იძალადებს 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა კანონი, რომელიც იქნა მიღებული და რომელიც არის დაინიცირებული საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება ამ ლოგიკას.


„რომ განვაზოგადოთ, თუ ხართ ცოტა, ამის გათვალისწინებით უნდა გამოხატოთ პროტესტი და თუ ხართ ბევრი, შეგიძლიათ ქუჩებიც გადაკეტოთ, გამზირებიც და ყველაფერი, მაგრამ ვერ იძალადებს 50, 100 და თუნდაც 150 ადამიანი 4 მილიონ ადამიანზე. მარტივად არის საქმე. ყველა კანონი, რომელიც იქნა მიღებული და რომელიც არის დაინიცირებული საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება ამ ლოგიკას, რომ 50-მა ან 150-მა კაცმა არ შეიძლება იძალადოს 4 მილიონ ადამიანზე. ყველა კანონი, რომელიც დაინიცირდა თუ დაინიცირდება, ეფუძნება ამ ერთ მარტივ ლოგიკას.


გაფრთხილების ვალდებულება არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. კანონმდებლობით ყოველთვის იყო გათვალისწინებული, არა მარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, რომ შეიძლება გარემოებების გამო მიუთითოს კონკრეტულმა უწყებამ შეკრების სხვა ადგილზე ჩატარებასთან დაკავშირებით და ა.შ. ესეც არის საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი. საერთაშორისო სტანდარტია, რომელიც არის გაზიარებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. შესაბამისად, ყველა კანონს, რასაც ვიღებთ, ვიღებთ სწორედ სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სხვანაირად ჩვენ არ ვმუშაობთ.


ჩვენ გვაწუხებს ის, რომ 150 ადამიანი ძალადობს 4 მილიონ ადამიანზე. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი 4 მილიონი ადამიანის წინაშე, რომ დავიცვათ მათი ინტერესები, მარტივად არის საქმე", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031