გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში BBC-ის ემიჯნება და აცხადებს, რომ მედიასაშუალება დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან

9-12-2025

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში BBC-ის ემიჯნება და აცხადებს, რომ აღნიშნული მედიასაშუალება დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით. საელჩოს კომენტარს „რადიო თავისუფლება" ავრცელებს.


ამ კომენტარით საელჩო პასუხობს საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მოწოდებას BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო ბოდიშის მოხდაზე.


„BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, - განუცხადეს “რადიო თავისუფლებას” საელჩოში.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს ყალბი სიუჟეტის გამო. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ BBC-ს მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031