გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: საღად და კრიტიკულად მოაზროვნე ხალხი ვფიქრობ უკვე მიხვდა, რომ BBC - ის მიერ სპეციალურად საქართველოსკენ გასროლილი „Made in England“ საინფორმაციო ჭურვი, იმ ძალით ვერ აფეთქდა რაც გათვლილი ჰქონდათ

9-12-2025

საღად და კრიტიკულად მოაზროვნე ხალხი ვფიქრობ უკვე მიხვდა ან ხვდება, რომ BBC (და მის უკან მდგომთა) მიერ სპეციალურად საქართველოსკენ გასროლილი „Made in England“ საინფორმაციო ჭურვი, იმ ძალით ვერ აფეთქდა რაც გათვლილი ჰქონდათ - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, უცხოელებმა აქაურ აგენტურას ეტყობა უთხრეს - ამისთანა „ბომბა“ მოგეცით და ვერ იყენებთო?! ჰოდა ძვრებიან ახლა ტყავიდან რომ გამოიყენონ.


„საღად და კრიტიკულად მოაზროვნე ხალხი ვფიქრობ უკვე მიხვდა ან ხვდება, რომ BBC (და მის უკან მდგომთა) მიერ სპეციალურად საქართველოსკენ გასროლილი „Made in England“ საინფორმაციო ჭურვი, იმ ძალით ვერ აფეთქდა რაც გათვლილი ჰქონდათ.


ახლა ამ ჭურვების ნამსხვრევებს იყენებს აქაური უცხოური აგენტურა, რომ იქნებ დააჯერონ და თავისკენ წამოიყვანონ ისინი, ვინც სხვებზე მარტივად იჯერებს ემოციურ სიმართლეს, უყვარს ემოციებით ცხოვრება და სიამოვნებით ყლაპავს ამ საინფორმაციო სატყუარებს. უცხოელებმა აქაურ აგენტურას ეტყობა უთხრეს - ამისთანა „ბომბა“ მოგეცით და ვერ იყენებთო?! ჰოდა ძვრებიან ახლა ტყავიდან რომ გამოიყენონ“, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031