გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა

10-12-2025

UNESCO-მ „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება ინდოეთში, ნიუ-დელიში გამართულ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის UNESCO-ს მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-20 სესიაზე მიიღეს.


სხდომაში მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული და პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე.


UNESCO-ს გადაწყვეტილება ხორბალთან დაკავშირებული ტრადიციებისა და რიტუალების აღიარების შესახებ არის ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი შრომის, ცოდნისა და პრაქტიკის საერთაშორისო დონეზე დაფასება, ქართული ენდემური სახეობების მნიშვნელობის ხაზგასმა; სულიერი და მატერიალური კულტურის ურთიერთკავშირის გაძლიერება.


მსოფლიო მასშტაბით, დღეისათვის აღწერილი ხორბლის 27 კულტურული და ველური სახეობიდან 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, საიდანაც 5 სახეობა ენდემურია. 2018 წელს „ქართული ხორბლის კულტურას" ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და არამატერიალური მემკვიდრეობის სახელმწიფო რეესტრში შევიდა.


არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს - „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები" - საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 მარტის დადგენილებით განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031