გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კირცხალია ანტონიუ კოშტასა და კაია კალასის განცხადებებზე: არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა, არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში

10-12-2025

არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან განაცხადა.


უმრავლესობის ლიდერი იმ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატების კრიტიკის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი შიდა საქმეებში ჩარევას აპროტესტებენ.


„როდესაც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით მათ ქმედებებს, განცხადებებს, მათ მიერ მიცემულ დავალებებს გადავავლებთ თვალს მათი აგენტურისთვის, არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელია მათი ეს განცხადებები, არამედ შეურაცხმყოფელიცაა. არათუ ერევიან, პირდაპირ ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. ყველამ კარგად ვნახეთ რა ხდება უკრაინაში და რა პოლიტიკით დაიგეგმა ის ყველაფერი, რა მდგომარეობაშიც ახლაა. კარგად ვნახეთ რა სურვილი ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის მისამართით“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930