გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლო წლებში სამართალდარღვევების კლება შეინიშნება, რაც ზედამხედველობისა და კონტროლის გაძლიერების შედეგია - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე

10-12-2025

ტყით უკანონო სარგებლობის მიმართულებით სამართალდარღვევების რაოდენობის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებს.


„ბოლო წლების განმავლობაში, დეპარტამენტმა დანერგა არაერთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური საზედამხედველო ტექნოლოგია. ვიყენებთ, მაგალითად, უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლების საშუალებითაც კონტროლი მიუვალ ადგილებშიც ხდება. 2025 წლის განმავლობაში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობის დაახლოებით 1700 ფაქტია გამოვლენილი“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ტარიელ ირემაძემ.


აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში სამართალდარღვევების კლება შეინიშნება. 2021 წელთან შედარებით, 2024 წელს 49%-იანი კლება ფიქსირდება, რაც იმის შედეგია, რომ ბოლო წლებში ზედამხედველობა და კონტროლი გაძლიერებულია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031