გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა საუკეთესო სამხედროები დააჯილდოვა

11-12-2025

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები სერტიფიკატებითა და სამკერდე ნიშნებით დააჯილდოვა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 


მეთაურმა კაპიტან მირზა თხელიძეს, უფროს ლეიტენანტ გიორგი ონიაშვილს, უფროს სერჟანტ ბაგრატ კაპანაძეს, უმცროს სერჟანტ მალხაზ ჩხაპელიასა და კაპრალ ვანო კელენჯერიძეს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.


დაჯილდოების ცერემონია საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა.


საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ, სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობის შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ფასდება. პროექტის მიზანია, სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930