გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშზე: ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO-ებით, რომლებსაც დიდი ხანია თავად გამოეთხარათ ძირ

11-12-2025

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშს X-ზე ეხმიანება, რომლის თანახმადაც, საქართველო ევროპაში პრესის თავისუფლების მიხედვით, ბოლოდან მე-4 ადგილზე იმყოფება.


ანალიტიკოსი აღნიშნულ ორგანიზაციას ბუნდოვანს უწოდებს და ამბობს, რომ იგივე ორგანიზაცია პრესის თავისუფლების ხარისხს უწუნებს შეერთებულ შტატებსაც.


„გაუგებარი NGO ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ამბობს, რომ ევროპაში საქართველო პრესის თავისუფლების მაჩვენებლით ერთ-ერთ ბოლო პოზიციაზეა. იგივე NGO პრესის თავისუფლების ხარისხს უწუნებს აშშ-ს. საქართველოს ხელისუფლება და აშშ-ს ხელისუფლება, კერძოდ ჯეი დი ვენსი ერთნაირად აფასებენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას - როგორც დაქირავებულ ბანდას, რომელიც ასრულებს დაკვეთებს. ერთ მხარეს დგას საქართველო და ამერიკა, მეორე მხარეს დგას ევროპული ბიუროკრატია მათი ძირგამომთხრელი NGO -ებით, რომლებსაც დიდი ხანია თავად გამოეთხარათ ძირი. შეფასების გაკეთება მარტივია“, - წერს ვახტანგ თოფურია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031