გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშზე: რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან

12-12-2025

რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.


წამყვანმა კითხვა დაუსვა ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროპაში პრესის თავისუფლების მიხედვით ბოლოდან მე-4 ადგილზეა.


„რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან. დავწერე დღეს, რომ „იმედი“, „რუსთავი 2“, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ადრე იყო „ნაცმოძრაობის“ ხელში და ერთსა და იმავე დროს რომ გადაგერთოთ საინფორმაციო გამოშვებებზე, წერილ-მძიმით ნიუსის წამყვანი ერთსა და იმავეს კითხულობდა. ეს იყო თურმე დემოკრატია და მაშინ მედია თავისუფალი. მოლდოვაში რას ამბობს იგივე სააგენტო სადაც ერთი ტელევიზიაა მგონი?! ალბათ მედიის თავისუფლებით მსოფლიოში პირველ ადგილზე უნდა იყოს. როგორც სააკაშვილზე ამბობენ, რომ დემოკრატიის აკვნის დამრწევია, ალბათ მოლდოვაში ის ერთი ტელევიზიაა მედიის აკვნის დამრწევი“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031