გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გვიმრაძე: პრემიერი კობახიძე იმყოფება საჭირო დროს და საჭირო ადგილას, აშხაბადში - ლიბერალურ საზოგადოებას რომ უნიპოლარული სამყაროს ნაბახუსევი აქვს და ჯერ ვერ ეგუება ახალ რეალობას, ეს არაფერს ნიშნავს

12-12-2025

პრემიერი კობახიძე იმყოფება საჭირო დროს და საჭირო ადგილას. აშხაბადში ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელია ჩასული თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ფორუმზე, - წერს “პირველი არხის” ანალიტიკოსი, გიორგი გვიმრაძე, სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ლიბერალურ საზოგადოებას “უნიპოლარული სამყაროს ნაბახუსევი” აქვს და ჯერ ვერ ეგუება ახალ რეალობას, თუმცა, ბევრად მნიშვნელოვანია ხელისუფლება იაზრებდეს ამ რეალობას და შესაბამისად მოქმედებდეს, რასაც ამ ვიზიტით აკეთებს კიდეც.


“პრემიერი კობახიძე იმყოფება საჭირო დროს და საჭირო ადგილას. აშხაბადში ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყნის წარმომადგენელია ჩასული თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ფორუმზე. ის რომ ლიბერალურ საზოგადოებას უნიპოლარული სამყაროს ნაბახუსევი აქვს და ჯერ ვერ ეგუება ახალ რეალობას ეს არაფერს ნიშნავს. ბევრად მნიშვნელოვანია ხელისუფლება იაზრებდეს ამ რეალობას და შესაბამისად მოქმედებდეს, რასაც ამ ვიზიტით აკეთებს კიდეც.” - წერს გიორგი გვიმრაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031