გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო სადღობელაშვილი: არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ - მინიმუმ სირცხვილია, როდესაც ამის შემდეგ გამარგინალებული აგენტები „ოცნებას“ პრორუს პარტიას უწოდებენ

12-12-2025

არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ, თუ საინფორმაციო პორტალმა არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას მისი აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ ყოფნისას!, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, გამბედაობა სჭირდება ინგლისურ ენაზე ოკუპაციაზე საუბარს რუსეთის და მისი ვასალი ქვეყნების ლიდერების გარემოცვაში და ამ სიტყვების შემდეგ „ოცნებას“ და სამთავრობო გუნდს „ვიგინდარა გამარგინალებული აგენტები პრორუს პარტიას რომ უწოდებენ“, სირცხვილია. 


„არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ, თუ საინფორმაციო პორტალმა არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას მისი აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ ყოფნისას! ვციტირებ: „… ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს…“ (საუბრობს ინგლისურ ენაზე) - ინგლისურ ენაზე ისაუბრო ოკუპაციაზე რუსეთის და მისი ვასალი ქვეყნების ლიდერების გარემოცვაში, ამას გამბედაობა უნდა, მეგობრებო, და მინიმუმ სირცხვილია, როდესაც ამ სიტყვების შემდეგ „ოცნებას“ და სამთავრობო გუნდს ვიღაც ვიგინდარა გამარგინალებული აგენტები პრორუს პარტიას უწოდებენ! - ღირსებით !“, - წერს სადღობელაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930