გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში, გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოს მთავრობამ

12-12-2025

მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები. ბუნებრივია, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროპის ანტიკორუფციული კვლევის ცენტრის ანგარიშს ეხებოდა და რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით საქართველო ევროპის საუკეთესო სამეულშია და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას უსწრებს.


პრემიერის თქმით, გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ.


„ეს არის იმ კონკრეტული ნაბიჯების შედეგი, რომელიც გადავდგით სხვადასხვა მიმართლებით, როდესაც საქმე ეხებოდა კორუფციასთან ბრძოლას. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ, უკავშირდება სწორედ შესყიდვების გამჭვირვალობას. მთლიანად გამჭვირვალე ხდება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურები. ბუნებრივია, ეს აისახება შესაბამის რეიტინგებში. გაგრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშაოს საქართველოს მთავრობამ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930