გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მერვე სესიის (UNEA-8) ვიცე-პრეზიდენტად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლად მეორე ვადით აირჩიეს

13-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მერვე სესიის (UNEA-8) ვიცე-პრეზიდენტად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლად მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს. გადაწყვეტილება კენიის რესპუბლიკაში მიმდინარე UNEA-7-ის ფარგლებში მიიღეს.


„ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს სახელით მეორე ვადით არჩეული ვიყო გაეროს უმაღლეს პლატფორმაზე, რომელიც გლობალურ დონეზე განსაზღვრავს გარემოს დაცვის დღის წესრიგს. ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ჩემი ქვეყნისა და რეგიონის სახელით მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გაეროს უმაღლეს პლატფორმაზე ისმოდეს ის პრიორიტეტები, რაც ჩვენ გაგვაჩნია გარემოს დაცვის და ეკოსისტემების მდგრადი მართვის მიმართულებით”, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.


გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის მეშვიდე სესიის (UNEA-7) ფარგლებში, რომელიც კენიის რესპუბლიკაში, ქ. ნაირობიში გაიმართა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი UNEA-7-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში ასამბლეის პლენარულ სესიებს თავმჯდომარეობდა.


ნინო თანდილაშვილმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა პანელურ დისკუსიასა და კომიტეტების საქმიანობაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031