გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა რამიშვილი ჟორჟოლიანს: ნანული, შენი მთავარი პრობლემა, უკიდეგანო ქაჯობასთან ერთად, ისაა რომ ბოროტი არსება ხარ! გაიხსენე ნაწამები სვანი ბიჭები! უსპენსკაიას სიყვარული იმიტომ შეგახსენეს, რომ რუსოფობს თამაშობ უნიჭოდ

13-12-2025

Postv-ის გენერალური პროდიუსერი შალვა რამიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს ფეისბუკპოსტზე პასუხობს. ჟორჟოლიანი თავის პოსტში წერს, რომ „რუსული სიმღერის მოწონება გოიმობის ამბავია და პრემიერად წოდებული კაცი რომ პუტინს ხვდება, ღალატია“.


რამიშვილი ჟორჟოლიანის პოსტზე ამბობს, რომ ეს „დამნაშავის ცნობილი ფანდია, რომ მის მიერ ჩადენილი ბოროტება მიჩქმალოს“ ის ჟორჟოლიანს ნაწამებ სვან ბიჭებს ახსენებს და მიმართავს, რომ „ბოროტი არსებაა“.


„ეს დამნაშავის ცნობილი ფანდია. მცირე გადაცდომაში დაიდანაშაულოს თავი, რომ მის მიერ ჩადენილი დიდი ბოროტება მიჩქმალოს. არა ნანული, გოიმობა არაა შენი ნაკლი, მეტსაც გეტყვი: რუსული პოპის სიყვარული სულაც არაა გოიმობა. შენი მთავარი პრობლემა უკიდეგანო ქაჯობასთან ერთად (უსპენსკაიას სიყვარული არაა ქაჯობა) ისაა რომ ბოროტი არსება ხარ! გაიხსენე ნაწამები სვანი ბიჭები! უსპენსკაიას სიყვარული კი იმიტომ შეგახსენეს, რომ რუსოფობს თამაშობ უნიჭოდ“,- წერს რამიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031