გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია: როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს, ამ დროს გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის-სად არის სამართლიანობა

14-12-2025

„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია ბერლინში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით X-ზე პოსტს აქვეყნებს და საქართველოსთან ავლებს პარალელს. თოფურია წერს, რომ როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს, ამ დროს გერმანიის ელჩი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის.


“მაშინ, როცა ბერლინის პოლიცია პიროტექნიკასა და სპრეის გამოყენებას უკანონოდ მიიჩნევს. ამავე დროს, გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ელენე ხოშტარიას „პოლიტიკოსად“ მოიხსენიებს, რომელიც საქართველოს პარლამენტს ფოიერვერკებს ესვრის. სად არის აქ თანმიმდევრულობა და სამართლიანობა?”- წერს ვახტანგ თოფურია. ინფორმაციისთვის, ბერლინის პოლიციის ცნობით, ფრიდრიხშაინში გამართული შეკრების შემდეგ 25 ადამიანი დააკავეს და სხვა ნივთებთან ერთად პიროტექნიკა ამოიღეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930