გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას

14-12-2025

საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.


როგორც პრემიერი აღნიშნავს, ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის საერთო ღირებულებებს.


"საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ, რომლებიც ხანუქას აღსანიშნავად შეიკრიბნენ.


ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას. ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის ჩვენს საერთო ღირებულებებს და მტკიცედ უნდა დავუპირისპირდეთ მათ, სადაც არ უნდა ხდებოდეს", - აღნიშნავს პრემიერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930