გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო მოთხოვნა, გაეუქმებინა ქვეყნის მასშტაბით ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება

15-12-2025

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა მოწოდებაზე, გააუქმოს თავისი ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით ლეგალიზდა.


მედიის ცნობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა კომენტარის გარეშე უარყვეს კიმ დევისის, კენტუკის შტატის ყოფილი მოსამართლის, სააპელაციო საჩივარი, რომელმაც უარი თქვა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინების ლიცენზიების გაცემაზე.


დევისი ცდილობდა გაეუქმებინა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მას 360 000 აშშ დოლარის ოდენობის ზიანის ანაზღაურებისა და ადვოკატის ხარჯების გადახდას ავალებდა იმ წყვილისთვის, რომლებსაც ქორწინების ლიცენზია არ მისცეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031