გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

15-12-2025

სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.


ანგარიშის ფარგლებში, ნინო უტიაშვილმა კომიტეტის წევრებს სააგენტოს მიერ 2025 წელს შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები,  განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები გააცნო.


მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინსპექტირებისა და რეაგირების, ავტორიზაციის, ასევე, რადიოაქტიური და დარიშხანის შემცველი ნარჩენების მართვის მიმართულებით მიმდინარე წელს ჩატარებულ ღონისძიებებს. განხილული იყო როგორც სტატისტიკური მონაცემები, ისე პრაქტიკული საქმიანობის შედეგები და არსებული გამოწვევები.


ანგარიშში წარმოდგენილი იყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საერთაშორისო ღონისძიებები და სამომავლო ნაბიჯები, რომლებიც საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას ემსახურება.


ანგარიშის მოსმენის დასრულების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან დაისვა რამდენიმე აქტუალური კითხვა, რომლებზეც ნინო უტიაშვილმა ამომწურავი და დეტალური პასუხები გასცა.


კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და ზურაბ ეზუგბაია ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930