გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ედიშერ გვენეტაძე ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto-ში გასულ სიუჟეტზე: კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ „მეგობრობისა“, რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ

16-12-2025

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto-ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ „მეგობრობისა“, რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ.


„აი, კიდევ ერთი, სამხილი ბალტიისპირეთის, სახელდობრ ვითომდაც უკრაინის მოკავშირე ლატვიელებისგან. თავად მათივე ტელევიზიის ცნობით ევროკავშირიდან ლატვიის გავლით რუსეთში გადის კაუჩუკი, რომლისგანაც კრემლი ამზადებს იმ თვითმფრინავის ბორბლებს, რომელი თვითმფრინავებითაც შემდეგ აგრესორები ხოცავენ უკრაინელებს. ეს კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმ „მეგობრობისა“, რასაც ევროკავშირი და ბალტიისპირეთის ქვეყნები იჩენენ უკრაინელების მიმართ. და ამის შემდეგ ესენი საქართველოს რაღაცაზე მიუთითებენ...“, - წერს გვენეტაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031