გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ვიზიტს, რომელიც მქონდა თურქმენეთში, ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას

17-12-2025

ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან ურთიერთობების განვითარების გაღრმავებას და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის ეს ეხება ტრანზიტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დაკავშირებადობის, ტრანზიტის შესაძლებლობები განვითარდეს.


„ეს წარმატებით ვერ განხორციელდება შუა აზიის ქვეყნებთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან სომხეთთან თანამშრომლობის გარეშე და ამ კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ვიზიტს, რომელიც მე მქონდა თურქმენეთში. მე მქონდა ასევე ყაზახეთის პრეზიდენტთან საუბრის შესაძლებლობა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შესაძლებლობა, სხვა ლიდერებთან საუბრის შესაძლებლობა. ეს ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედ ამ კუთხით, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგიონის ყველა ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობას. გვქონდა საუბარი ყველა მიმართულებით თანამშრომლობაზე, იქნება ეს თურქმენული გაზის ტრანზიტი, აზერბაიჯანი, თუ ყაზახეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, უზბეკეთი თუ ა.შ. ჩვენ ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, მათ შორის უწყებრივ დონეებზე შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031