გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე 20 ივნისის საქმეზე: აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა მთლიანად საპოლიციო ძალები

17-12-2025

გახარია თავს ვერ გაიმართლებს, მითუმეტეს, რომ აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული ფართო საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლისას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანებას შეეხებოდა.


მთავრობის მეთაურის თქმით, აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, ვინაიდან შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა მთლიანად საპოლიციო ძალები და ახლა გამოსავალი არ აქვს გახარიას, იმდენად ჩიხურ სიტუაციაშია შესული.


„აბსურდია საუბარი იმაზე, რომ ვინმე სხვა გასცემდა ბრძანებებს, შინაგან საქმეთა მინისტრს ექვემდებარებოდა მთლიანად საპოლიციო ძალები და შესაბამისად, მინისტრსა და მის ქვემდგომებს ემორჩილებოდნენ, ბუნებრივია, მაშინ პოლიციელები, რომლებიც იღებდნენ ბრძანებებს და ამ ბრძანებებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ. წარმოიდგინეთ, რომ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვენს მაგივრად მიიღო ვიღაცამ გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა ადამიანებისთვის ასეთი მძიმე ზიანი. ვიღაცა თავზე გადაგახტათ ამ დონეზე და მერე რჩებით თანამდებობაზე, მერე იღებთ დაწინაურებას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ხომ გასაგებია აქ რასთანაც გვაქვს საქმე. გასასვლელი არ აქვს, გამოსავალი არ აქვს გახარიას, ანუ იმდენად მძიმე მდგომარეობასა და ჩიხურ სიტუაციაშია შესული რომ არავითარი გასასვლელი არ აქვს მას ამ მძიმე მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, ის თავს ვერ გაიმართლებს, მითუმეტეს, რომ აღიარებითი ჩვენება აქვს მიცემული ფართო საზოგადოებისთვის,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031