გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ვინმე ჩომახაშვილს, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის სრული მხარდაჭერა აქვს და თავადაც ოპოზიციის წარმომადგენელია, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობა უნდა

17-12-2025

ვინმე ჩომახაშვილს, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის სრული მხარდაჭერა აქვს და თავადაც ოპოზიციის წარმომადგენელია, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობა უნდა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.


მეგრელიშვილის შეფასებით, თუ ოპოზიციის წარმომადგენელ ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელად აირჩევენ, ინსტიტუცია, რომელიც გამორჩეულად ნეიტრალური იყო ნებისმიერი ხელისუფლების დროს, სრულად პოლიტიკური გახდება.


„ვინმე ჩომახაშვილს, რომელსაც რადიკალური ოპოზიციის სრული მხარდაჭერა აქვს და თავადაც ოპოზიციის წარმომადგენელია, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელობა უნდა. თუ ადვოკატთა კორპუსმა ამ გაუგებარი არსების გამარჯვება დაუშვა, ასოციაცია გახდება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ხელში პოლიტიკური ბრძოლის იარაღი, ხოლო ეს ინსტიტუცია, რომელიც გამორჩეულად ნეიტრალური იყო ნებისმიერი ხელისუფლების დროს, სრულად პოლიტიკური გახდება“, - წერს მეგრელიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930