გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ზარქუა გახარიას პარტიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: ვიცი რასაც უკავშირდება თქვენი ეს მცდელობები - აქ სპექტაკლის დადგმა არ გამოვა

17-12-2025

შეგიძლია, ერთი კითხვა დასვა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი არ გასცა? თავიდან ბოლომდე ფორმულებიც იყო გამოტანილი, რომელი იყო გაზავებული და რა მოცულობით, ასე რომ, ეს თემა ამოწურულია, - ასე მიმართა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ „გახარია-საქართველოსთვის“ წევრს გიგა ფარულავას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რომელმაც წარმოადგინა დადგენილების პროექტი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირების თანამშრომელთა მხრიდან, შეკრების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.


„მეორე, თქვენმა კოლეგამ [თქვა] მხედველობის დაზიანება მივიღეო, მერე აქამდე მიგემართა შესაბამისი უწყებისთვის და დაზარალებულად გცნობდა თუ ამას დაადასტურებდი. ეს რა მასკარადია. ჩვენ ვცდილობთ, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას დააბრალეს, როგორც ტრამპის ადმინისტრაცია ჩივის და მილიარდებს ითხოვს, ანალოგიური გზა გავიაროთ. ვიცი რასაც უკავშირდება თქვენი ეს მცდელობები, მაგრამ თავს შევიკავებ. უბრალოდ, აქ სპექტაკლის დადგმა არ გამოვა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031