გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

18-12-2025

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის თანამშრომლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა.


სააგენტოს დირექტორმა შიდა ქართლის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელისაგან მოისმინა ინფორმაცია გაწეული და  მიმდინარე სამუშაოების შესახებ.


„სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების თანამშრომლები, სხვადასხვა ეტაპზე, აქტიურად არიან ჩართულნი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სოფლად აგრო საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. სააგენტოს თანამშრომლები უზრუნველყოფენ პროგრამებში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის  გაცემასა და  ადმინისტრირებას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა მონიტორინგის პროცესში, რაც საშუალებას იძლევა, დროულად გამოვლინდეს არსებული გამოწვევები, შეფასდეს პროგრამების მიმდინარეობა და მოსალოდნელი შედეგი. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის პროგრამების ეფექტიანობას და უზრუნველყოფს მიზნობრივი რესურსების სწორად გამოყენებას“,  - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.


შიდა ქართლში, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახური და  მასში შემავალი საინფორმაციო-საკონსულტაციო 4 ცენტრი ფუნქციონირებს.


სამუშაო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეები გიორგი ავალიანი და გიორგი მაზიაშვილი ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728