გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ქვემო ქართლში მობილური ტელეფონების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა

18-12-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ბრალდებით 2008 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ბრალდებული ნ.ი. დააკავეს, ხოლო მისი ძმა 2009 წელს დაბადებული ნ.ი. ამხილეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ღამის საათებში მარნეულში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს, საიდანაც 8 ძვირად ღირებული მობილური ტელეფონი მოიპარეს.


გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი თანასოფლელებს მიყიდეს, ხოლო ნაწილი სხვადასხვა მაღაზიებში ჩააბარეს.


სამართალდამცველებმა 4 ნაქურდალი მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031