გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია პოლონეთიდან ქართველების დეპორტაციაზე: ძალიან დიდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილი, რომელსაც მე წარმოვადგენ პოლონეთში, პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში

18-12-2025

გიორგი გამსახურდია პოლონეთის შს მინისტრის პოსტს გამოეხმაურა, რომ პოლონეთიდან კიდევ 10 ქართველი დაადეპორტირეს.


„ჩემი დიდი პატივისცემა, მინისტრ მარჩინ კერვინსკის. ასევე დიდი პატივისცემა და გვერდში დგომა მინდა გამოვხატო, ყველა პოლონელი სამართალდამცავისადმი“, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. გამსახურდია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე უსვამს ხაზს და წერს, რომ პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილიც ძალიან დიდია.


„ჩვენ ათი წელია ვაშენებთ პოლიციურ თანამშრომლობას, რომელიც უამრავი და ყოველდღიური შრომით არის განმტკიცებული. არსებობს უამრავი მაგალითი და ფაქტი ჩვენი უწყებების თანამშრომლობის და ვფიქრობ კარგი იქნება ამ ყველაფერზე საჯაროდ გვესაუბრა და მიგვეწოდებინა ინფორმაცია, როგორც პოლონურ, ისე ქართულ საზოგადოებაზე. ძალიან დიდია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წვლილი, რომელსაც მე წარმოვადგენ პოლონეთში, პოლონეთის რესპუბლიკაში მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში“, - წერს გიორგი გამსახურდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031