გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ ნიკოლაშვილი ბორის ჯონსონის განცხადებაზე: პროპაგანდის ახალი ნიაღვარი საქართველოშიც გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში - ნაცვლად შეცდომის და მარცხის აღიარებისა, კვლავ ვისმენთ ჭკუის დარიგებას

18-12-2025

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის წევრი გურამ ნიკოლაშვილი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის განცხადებას უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება.


როგორც ნიკოლაშვილი წერს, ნაცვლად შეცდომის და მარცხის აღიარებისა, კვლავ ვისმენთ ჭკუის დარიგებას და მითითებებს, რა როგორ უნდა ვაკეთოთ როგორც გარეთ, ასევე შინ.


„პროპაგანდის ახალი ნიაღვარი საქართველოშიც გვესმის იმის შესახებ, რომ უკრაინის (და, ცხადია, იგულისხმება საქართველოც) ნატოში გაწევრიანება საერთოდ არ იდგა დღის წესრიგში და რომ რუსულ აგრესიულ ომს ეს გამართლება ვერ ექნება, რომ თითქოს ეს მიზეზი გამოგონილია. სრულიად უტიფრად ამ კამპანიას სათავეში ერთ-ერთ ლიდერად ბორის ჯონსონი უდგას, უკრაინის ხანგრძლივ ომში შემყვანი და გამარჯვების მოიმედე.


ნაცვლად შეცდომის და მარცხის აღიარებისა, რომ 2022 წლამდე გაცემული აროგანტული პასუხი ნატოს მიერ ღია კარის პოლიტიკის შენარჩუნებისა და ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ერთგულების შესახებ იყო სრული ჩავარდნა და კატასტროფა, ამ პოლიტიკაში ფასის გადამხდელი ქვეყნები კვლავ ვისმენთ ჭკუის დარიგებას და მითითებებს, რა როგორ უნდა ვაკეთოთ როგორც გარეთ, ასევე შინ. ნუთუ?!“, - წერს ნიკოლაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031