გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
როკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე „კანაფის" უკანონო დათესვა, მოყვანის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

19-12-2025

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფის უკანონო დათესვა, მოყვანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში მდებარე თავის საცხოვრებელ ბინაში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 19 ძირი, 5385.05 გრ. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი". ასევე ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, 61.13 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „გამომშრალ მარიხუანას", 0.1714 გრ. „მდმა"-ს და 0.109 გრ. „4-ცმც (კლეფედრონს)".


აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები სამართალდამცველებმა ამოიღეს.


სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 265 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფის უკანონო დათესვა, მოყვანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031