გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ტურიაშვილი: „ტვ პირველის“ წამყვან რუსუდან დუმბაძეს გაეპარა მისი „ვოთსაპის“ მიმოწერები, სუსის ბრიფინგის მერე კამიტის თემა მოკვდაო - შეგიძლიათ თავადაც გადაახვიოთ ტელევიზორში, თვითონ ყველა სოც. ქსელიდან გააქრეს ეგ გამოშვება

20-12-2025

არქეოლოგი ქეთევან ტურიაშვილი „ტვ პირველის“ 19 დეკემბრის 20-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში „Whatsapp“-ის მიმოწერების ეთერში შემთხვევით გაშვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.


როგორც ტურიაშვილი წერს, „ტვ პირველის“ წამყვანი აღიარებს, რომ სუსის ბრიფინგის შემდეგ „კამიტის თემა მოკვდა“, თავად ტელეკომპანიამ კი აღნიშნული საინფორმაციო გამოშვება ყველა სოციალური ქსელიდან წაშალა.


„რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუს დროს „ტვ პირველის“ წამყვან რუსუდან დუმბაძეს გაეპარა მისი „ვოთსაპის“ მიმოწერები, დანარჩენს თქვენით მიხვდებით, მე აღარაფერს დავამატებ. სუსის ბრიფინგის მერე კამიტის თემა მოკვდაო. შეგიძლიათ თავადაც გადაახვიოთ და ნახოთ ტელევიზორში, თვითონ ყველა სოც. ქსელიდან გააქრეს ეგ გამოშვება, პარასკევი, 19 დეკემბერი, 20:05 (პირველები)“, - წერს ტურიაშვილი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930