გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნუნუშა ვასაძე: „ტვ პირველს“ ეთერში ჟურნალისტების მიმოწერა გაეპარა, „კამიტის“ თემას „ტვ პირველი“ უყურებს, როგორც პიარულ საშუალებას, როგორმე ხელისუფლება დააზიანოს ამ ტყუილის გავრცელებით

20-12-2025

„ტვ პირველს“ ეთერში ჟურნალისტების მიმოწერა გაეპარა. საინტერესო და სკანდალური ამ „სქრინში“ ის არის, რომ „კამიტის“ თემას „ტვ პირველი“ უყურებს, როგორც პიარულ საშუალებას, როგორმე ხელისუფლება დააზიანოს ამ ტყუილის გავრცელებით, - წერს „ფეისბუქ“ მომხმარებელი ნუნუშა ვასაძე.


როგორც ვასაძე აღნიშნავს, ერთ-ერთი ფიგურანტი, სავარაუდოდ, რუსუდან დუმბაძეა, რომელიც აღიარებს, რომ სუსის ბრიფინგის შემდეგ „კამიტის“ თემა „მკვდარია“.


„ტვ პირველს“ ეთერში ჟურნალისტების მიმოწერა გაეპარა. სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი რუსუდან დუმბაძეა. საინტერესო და სკანდალური ამ სქრინში ის არის, რომ „კამიტის“ თემას „ტვ პირველი“ უყურებს, როგორც პიარულ საშუალებას, როგორმე ხელისუფლება დააზიანოს ამ ტყუილის გავრცელებით. მიმოწერიდან კარგად ჩანს, რომ არჩევენ სტუმრებს, ვინც უფრო კარგად გაშლის დეზინფორმაციულ ნარატივებს.


ბოლოს დიაგნოზი - „ტვ პირველის“ სახე, რუსუდან დუმბაძეც აღიარებს, რომ სუსის ბრიფინგის შემდეგ თემა „მკვდარია“. დანარჩენი დასკვნები საზოგადოებამ გააკეთოს“, - წერს ვასაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031