გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძე გლდანის რაიონის საჯარო სკოლების დირექტორებს, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა

20-12-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გლდანის რაიონში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის, საჯარო სკოლების დირექტორებს, რესურსცენტრის წარმომადგენლებს, პედაგოგებსა და მშობლებს შეხვდა.

 

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და პედაგოგებმა გივი მიქანაძეს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით პოზიციები გაუზიარეს, ასევე მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ გლდანის რაიონის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე და გამგებელი ბესიკ კალაძე.

 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930