გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გარდაბნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

20-12-2025

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გარდაბნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.


შეხვედრაზე პროკურორებმა სკოლის მოსწავლეებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.


შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.


შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ისაუბრეს ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით. მოსწავლეებს პროკურორებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930