გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

20-12-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს.


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში, მოქალაქე ავტოსატრანსპორტო საშუალებით წიფლის სახეობის 12 ერთეული მორის ტრანსპორტირებას ახდენდა; 10 მორი დაუფირნიშებელი იყო, 2 მორის პარამეტრები კი, არ შეესაბამებოდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში წარმოდგენილ მონაცემებს.


სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. ავტომანქანა და მასზე განთავსებული ტვირთი დაილუქა.      


ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტულია. ამ მიმართულებით სამართალდარღვევათა შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზეც მყისიერ რეაგირებას ახდენენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031