გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა BBC-ის „დიფ სთეითის“ პროპაგანდისტი უწოდა

20-12-2025

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა BBC-ის „დიფ სთეითის“ პროპაგანდისტი ორგანიზაცია უწოდა.


როგორც გაერთიანებული სამეფოს ყოფილმა პრემიერმა განაცხადა, ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია გლობალური ბიუროკრატიის ნაწილია და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული.


„პრეზიდენტმა ტრამპმა სასამართლოში უჩივლა BBC-ის ტყუილებისთვის, რომლებიც მასზე გაავრცელეს. ისინი იტყუებოდნენ ისრაელთან და ეკონომიკასთან დაკავშირებითაც. ისინი არიან გლობალური სისტემის პროპაგანდისტები, ბრიტანეთში „დიფ სთეითის“ ბიუროკრატიის პროპაგანდისტები. ისინი ებრძვიან გარკვეულ პოლიტიკურ ფიგურებს, მათ შორის დონალდ ტრამპს, რომელსაც სრულიად განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს, და ისინი ფინანსდებიან ჩვენი, გადასახადების გადამხდელთა ფულით“, - თქვა ტრასმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31