22-12-2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევები - 1972 წელს დაბადებული ი.ბ., 1994 წელს დაბადებული ა.ბ., ასევე, ინდოეთის მოქალაქეები: 2003 წელს დაბადებული ა. ტ. და 2001 წელს დაბადებული ს. მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებულები გადამოწმების მიზნით თბილისში სხვადასხვა დროს შეაჩერეს.
„სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ერთ-ერთი ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა პვპ“- ე და „მეთადონი“.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |