გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ინგლისის ორმა მედია „გიგანტმა“, ჯერ BBC შემდეგ კი Reuters ერთი მეორეს მიყოლებით მოიჯაყეს თავი, ცრუ ინფორმაციების გავრცელებით

22-12-2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი გაბარდის პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც გაბარდმა უარყო სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის შეფასებებთან დაკავშირებით - ვლადიმირ პუტინის მიზნებზე უკრაინის წინააღმდეგ ომში. ანალიტიკოსის შეფასებით, სავსებით აშკარაა, რომ BBC- მ და Reuters-მა ვერ გაუძლეს ზეწოლას და დათანხმდნენ, რომ პერიოდულად საკუთარი თავი გამოაყენებინონ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთებისათვის, რაც უფრო დიდი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციას ემსახურება.


„ინგლისის ორმა მედია „გიგანტმა“ ჯერ BBC, შემდეგ კი, Reuters ერთი მეორეს მიყოლებით მოიჯაყეს თავი, ცრუ ინფორმაციების გავრცელებით. სავსებით აშკარაა, რომ ორივემ, როგორც ჩანს, ვერ გაუძლეს ცდუნებას/ზეწოლას და დათანხმდნენ, რომ პერიოდულად საკუთარი თავი გამოაყენებინონ კონკრეტული პოლიტიკური დაკვეთებისათვის, რაც უფრო დიდი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციას ემსახურება. საქართველოში ოპოზიციისთვის სულის შთაბერვას, ხელისუფლების პოზიციების შერყევას და ა.შ. ევროპაში „ომის პარტიის“ ნარატივის მხარდაჭერა, რომ უკრაინაში გამარჯვების შემდეგ, რუსეთი აუცილებლად თავს დაესხმის ევროპას“, - წერს ანჯაფარიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031