გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მე-3 ქვეით ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეთა შვილებს საახალწლო ღონისძიებაზე უმასპინძლეს

22-12-2025

თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამხედრო ბაზებზე სამხედროების შვილებისთვის  საახალწლო ღონისძიებები იმართება. პირველი ქვეითი ბრიგადის შემდეგ, მოქმედი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს ქუთაისში, დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეით ბრიგადაში უმასპინძლეს. დამდეგი შობა-ახალი წელი სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ, დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ მიულოცეს.


სტუმრების  სადღესასწაულო განწყობაზე  იზრუნეს მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა. ბავშვებს თამაშებში მონაწილეობისა და მათთვის საყვარელ პერსონაჟებთან ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც ჰქონდათ. დასასრულს, თოვლის ბაბუამ პატარებს საჩუქრები გადასცა და დამდეგი 2026 წელი მიულოცა.


თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში სამხედროების შვილებისთვის მასშტაბური საახალწლო ღონისძიებები სამხედრო ბაზებზე ტრადიციად იქცა და უკვე მეორე წელია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031