გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქეთევან ტურიაშვილი: სტეფანე მღებრიშვილის რეკლამებით არის ფეისბუქი გადაჭრელებული, 2 იანვარს უნდა იმღეროს და შარშან რომ გაიფიცა რუსული მთავრობა გვყავსო, მაინტერესებს წავედით ევროპისკენ? აღარ გვყავს რუსული მთავრობა?

22-12-2025

არქეოლოგი ქეთევან ტურიაშვილი, მომღერალ სტეფანე მღებრიშვილის კონცერტს, რომელიც 2 იანვარს უნდა გაიმართოს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და იხსენებს, რომ მღებრიშვილი გასულ პროტესტის ნიშნად გაიფიცა.


ტურიაშვილი ინტერესდება, აღარ გვყავს „რუსული მთავრობა“ და ამიტომ გადაწყვიტა მომღერალმა ახალი წლის დღეებში კონცერტის ჩატარება შარშანდელი წლისგან განსხვავებით, თუ „უსინდისო პატიმრები“ აღარ არიან ქვეყანაში.


„სტეფანე მღებრიშვილის რეკლამებით არის ფეისბუქი გადაჭრელებული 2 იანვარს უნდა იმღეროს რესტორანში და შარშან რომ გაიფიცა რუსული მთავრობა გვყავს, რომელიც ხალხს აწამებს და რუსეთისკენ მიგვაქანებსო მაინტერესებს წავედით ევროპისკენ? აღარ გვყავს რუსული მთავრობა? აღარ სტკივა გურამ როგავას ყური? ეგაა მატრაკვეცა რომ იქნები ადამიანი, გმირობა ამათ მარტო ტელევიზიაში ტლიკინი ჰგონიათ. სად შეგიძლიათ თქვენ პრინციპულობა, მოუნდა „გულაობა“. აღარ არიან უსინდისო პატიმრები ქვეყანაში?“, - წერს ქეთევან ტურიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031