გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

22-12-2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჰიონდუ კიმთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და ერთობლივ სამომავლო პროექტებზე იმსჯელეს. მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველოს სკოლებში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების გაძლიერების კუთხით გამოცდილების გაზიარებას. 

 

გივი მიქანაძემ ელჩს განათლების სისტემაში მიმდინარე პროექტებისა და სიახლეების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

 

თავის მხრივ, ჰიონდუ კიმმა დადებითად შეაფასა საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები, ისევე როგორც განსახორციელებელი პროექტები და მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ელჩის მეორე მდივანი თეჩან კიმი და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ბესელია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031