გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა

23-12-2025

ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, მაგრამ 2025-მა წელმა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ჩაიარა წარმატებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.


პრემიერის თქმით, სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც საქართველოს მომავალშიც მისცემს ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას.


„საინტერესო იყო ეს წელიწადი, მათ შორის, საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. ჩვენ გვქონდა სერიოზული გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, 2025 წელსაც შევძელით ყველა სერიოზული გამოწვევის სათანადოდ დაძლევა. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები, მაგრამ 2025-მა წელმა საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით ჩაიარა წარმატებით. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე რჩება რთული, კონფლიქტებით არის სავსე მთელი მსოფლიო, არის კრიზისი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამ ვითარებაში ჩვენ გვმართებს პრაგმატულობის და რაციონალური პოლიტიკის შენარჩუნება. ეს იყო ის, რითაც ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, სტაბილურობის უზრუნველყოფა და საბოლოოდ ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა. სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არის ის, რაც ჩვენ მოგვცემს მომავალშიც ყველა დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები, ეს პრიორიტეტები კონსტიტუციაშიც არის ასახული, ამ კუთხითაც არის ძალიან სერიოზული გამოწვევები", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728